ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად, რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით გრძელდება.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად პიპილეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულება 210 820 ლარია, შემსრულებელი კი ი/მ -რუბენ ლუტიძე.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები