თელავის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ქლუხორის, ბოჭორიძეების და სოფელ კურდღელაურის N 22 ქუჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებში, 400 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 293 ლარით ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინი” ახორციელებს. #დარჩისახლში #გაუფრთხილდისიცოცხლეს