მოსკოვში COVID-19 29 ბავშვს აქვს დადასტურებული
მოსკოვში კორონავირუსი 29 ბავშვს აქვს დადასტურებული, ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
“კორონავირუსი 29 ბავშვს აქვს დადასტურებული. ყველა პაციენტი, ასევე ისინი, ვინც მათთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან”, – აღნიშნეს შტაბში.
გარდა ამისა, მოსკოვში გასულ დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევების 40%-ში 18-დან 45 წლამდე პაციენტები არიან.
რუსეთის მასშტაბით, ჯამურად, 2777 დადასტურებული შემთხვევაა, 24 გარდაცვლილია, 190 კი განიკურნა.