ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ლანჩხუთს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის” მართვაში არსებულ 21 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომლებიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

ასევე, საკვები პროდუქტი გადაეცა მარტოხელა მოხუცებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში დღეს პროდუქტების გაცემა დაიწყო და, ჯამურად, 1145 აღსაზრდელი საკვებ პროდუქტებს მიიღებს”, – განაცხადა ლანჩხუთის მერის მოადგილე ეკა გუჯაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები