მამუკა მდინარაძე: თუ კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე იქნება გამოსაჩენი, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან

“თუ დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე იქნება გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება და თუ ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქემ საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული წესები უნდა დაიცვას და სხვებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზეც უნდა იზრუნოს.

„ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, რომ შეიძლება, თავადაც ვერ წარმოიდგინონ. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი რეკომენდაციებს იზიარებს და სახლში რჩება, იმ კამპანიაში უნდა ჩაერთოს, რასაც ინფორმირება ჰქვია. ეს იქნება ოპოზიციის, ხელისუფლების წარმომადგენელი თუ საჯარო მოხელე, რომელიც სახლში ზის და დისტანციურად მუშაობს. ინფორმირებული მოქალაქე საკუთარ თავსაც უკეთესად დაიცავს და უზრუნველყოფს, რომ სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.

მეორე მხრივ, თუ დეტალებზე კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე იქნება გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება და თუ ამის საჭიროება იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან. ვფიქრობ, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო ზედმიწევნით შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც აუცილებლად გამოგვადგება რისკების მინიმუმამდე დაყვანის საქმეში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები