“კომენდანტის საათის” დროს, 21:00-საათიდან 06:00 საათამდე მოქალაქეებს აფთიაქში გასვლაც ეკრძალებათ”
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული საყოველთაო კარანტინის დროს მოქალაქეებს “კომენდანტის საათის” პერიოდში აფთიაქში გასვლაც აეკრძალებათ.
“კარანტინის პირობებში, კომენდანტის საათის დროს, საღამოს 21:00-საათიდან 6 საათამდე მოქალაქეები აფთიაქში გასვლასაც ვერ შეძლებენ”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ეთერში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.