ვეფხვია გულედანი ოპოზიციას: სირცხვილია, ასეთ დროს “მარიოს” თამაშივით მხოლოდ ქულებს სდიო და პოლიტიკური მორალი არ გაგაჩნდეს
„მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბრმა მიმდევრების ქმედებები ყოველგვარ ზღვარს გადავიდა”, – ამის შესახებ ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ვეფხვია გულედანი აცხადებს.
მისი თქმით, ადამიანისა და, ზოგადად, ჯგუფების ლუსტრაცია რთულ დროს ხდება.
„მოვუწოდებთ ოპოზიციას, მართლაც რომ სირცხვილია, ასეთ დროს “მარიოს” თამაშივით მხოლოდ ქულებს სდიო და პოლიტიკური მორალი არ გაგაჩნდეს. ჩვენი შეფასებით, ადამიანისა და, ზოგადად, ჯგუფების ლუსტრაცია რთულ დროს ხდება.
მიხეილ სააკაშვილი და აგვისტოს ომი მახსენდება, მტრის ხელში მიტოვებული ასობით სოფელი და განწირული მოსახლეობა, დაკარგული კოდორის ხეობა, უფრო სწორად კი – რუსებისთვის ლანგრით მირთმეული კოდორის ხეობა და წინა ხაზზე მიტოვებული ჯარი. დღეს რას ვხედავთ? ასეთ რთულ დროს კვლავ საბოტაჟი, არევის მცდელობა და მოსახლეობის უსაფრთხოების უგულებელყოფა, მეტიც, მათთვის საფრთხის შექმნა.
ვფიქრობთ, საზოგადოებას კარგად ესმის, ვინაა მის მხარეს და ვინ – მის წინააღმდეგ… აქვე კვლავ გვსურს, გავამხნეოთ და თანადგომა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს და 24-საათიან რეჟიმში სამშობლოს საკეთილდღეოდ მოქმედებს. ჩემი პატივისცემა ყველა იმ უწყებას, რომელიც საგანგებო რეჟიმში უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას! რაც მთავარია
#დარჩისახლში…”, – აცხადებს ვეფხვია გულედანი.