მოსკოვი-სოხუმის მატარებელი მოძრაობას წყვეტს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსკოვი-სოხუმის მატარებელი მუშაობას დღეიდან აჩერებს.

მგზავრებს ბილეთების დაბრუნება ნახევარი წლის განმავლობაში შეეძლებათ.

რუსეთმა, ვირუსის გამო, საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს – აქ 25 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

20 აპრილამდე აკრძალულია მასობრივი შეკრებები, აქციები, ქუჩის მსვლელობები, ასევე, კულტურული, სპორტული, გასართობი თუ სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები