ზესტაფონის მერიამ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანებს საკვები პროდუქტები დაურიგა

70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოხუცებს, ზესტაფონის მერია საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

სოციალური აქცია, რისკჯგუფების დასახმარებლად მუნიციპალიტეტში 29 მარტიდან დაიწყო და როგორც ზესტაფონის მერი განმარტავს, იმ პერიოდამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

პროდუქტების დარიგებაში მონაწილეობას ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ.

“სოციალური აქცია, მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა. პირველ ეტაპზე ჩვენ რისკჯგუფებს დავეხმარეთ, რათა ხანდაზმული ადამიანები იყვნენ სახლში და თავი დაიცვან პანდემიისგან. მერია გეგმავს ასევე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და 18 წლამდე შშმ პირების დახმარებას“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები