ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო

 

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო.

მოხალისეთა შორის უკვე არიან როგორც რიგითი მოქალაქეები (მათ შორის ახალგაზრდები), ასევე, საჯარო სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლაგოდეხის ფილიალის წარმომადგენლებს, დეპუტატის ბიუროს და მერიის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შესაბამისი ტრენინგი უნდა ჩაუტარონ და სათანადო ეკიპირება გადასცენ.

ლაგოდეხის და ყვარლის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მოხალისეები მზად არიან ჰუმანიტარული ან სხვა საჭიროების დროს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ გამოწვევის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში არსებული სტანდარტების სრული დაცვით.

მოხალისეთა ჯგუფები პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში, კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველა ოჯახს კარდაკარ მოივლიან და დისტანციის დაცვით, ადგილობრივებს გამოკითხავენ მათი ბოლოდროინდელი ვიზიტებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები