შალვა კერესელიძე მცხეთაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან ერთად, ქალაქ მცხეთაში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ამ ეტაპზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების მოასფალტება 20-მდე დასახლებაში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები