ლალი ტურძელაძე: კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მე-15 პაციენტს, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან ჩამოიყვანეს, ტურძელაძის თქმით, ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„რაც შეეხება მე-15 პაციენტს, რომელიც ჩვენთან ჩამოყვანილია ბოლნისიდან, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, კომპიუტერულ ტომოგრამაზე დადასტურებული. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის პალატაში და ჯერჯერობით არ არის კრიტიკული მედიცინის ცენტრში.
ორსულის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მას ამჟამად ჩივილები არ აქვს, პერიოდულად უფიქსირდება 37 გრადუსი ტემპერატურა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.