შოთა რეხვიაშვილი: დღის პირველ ნახევარში ლაბორატორიიდან დასკვნას კორონავირუსის სიმპტომატიკის მატარებელი 6 პირი ელოდება
“საველე ჰოსპიტალი დღეის მდგომარეობით, დღის პირველ ნახევარში, ელოდება დასკვნას კორონავირუსის სიმპტომატიკის მატარებელი 6 პირი. საღამოს დაემატა სამი ადამიანი, რომელთა საკვლევი მასალა გადაიგზავნება თბილისში და დაველოდებით დასკვნას”- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ წყაროები დადგენილი არ არის და შიდა გადაცემები ფიქსირდება, რა თქმა უნდა გამკაცრდა კონტროლი ხალხის გადაადგილების და კონტაქტის.
“გუშინ საკმარისად ბევრი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა პოლიციის მიერ, ორ მუნიციპალიტეტში და მთლიანად ქვემო ქართლში და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ გამკაცრებულმა პრევენციამ კიდევ უფრო მეტი ეფექტი გამოიღო და ფაქტობრივად ცარიელია ქუჩები”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა