თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგაად შუახნის მამაკაცი დაიღუპა
თელავში, ალაზნის გამზირზე ფორდის მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდანგადავიდა და ხეს შეეჯახა. როგორც თვითმხილველებმა “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, დასახმარებლად მისულებს ავტომობილში მყოფი შუახნის მამაკაცი დაღუპული დახვდათ.
ოჯახის ახლობლის თქმით, მამაკაცს დიაბეტი აწუხებდა, რაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე -6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.