ბესიკ ამირანაშვილი შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესს გაეცნო

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო პაკეტის დარიგებას იწყებს.

მერიის ინიციატივას ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად უერთდებიან. სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი და ჰიგიენური საშუალებები ახალციხის მერიაში სოფელ ხეოთის მაცხოვრებლებმა, სოფელ ურავლის საჯარო სკოლისა და სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა მიიტანეს.

სასურსათო ამანათები და შემოწირულობა განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებსა და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და რწმუნებულის მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა, გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და გულისხმიერებისათვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები