რუსთავის საკარანტინე სივრცე 47-მა პირმა დატოვა
რუსთავში, სასტუმრო „რუსთავში“ განთავსებული საკარანტინე ზონა 47-მა მოქალაქემ დატოვა. მათ იზოლაციაში ყოფნის 2-კვირიანი პერიოდი დღეს ამოეწურათ. მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებამდე ტრანსპორტირება რუსთავის მერიამ უზრუნველყო.
ბოლო მონაცემებით, სასტუმრო ,,რუსთავის“ საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის, 46 მოქალაქე რჩება, 53 კი ორკვირიან კარანტინში სასტუმრო ,,გრანდ-ვეჯინში” იმყოფება, სადაც მეორე საკარანტინე ზონა ფუნქციონირებს. რუსთავში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში, როგორც მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები, ასევე ის პირებიც იმყოფებიან, რომელთაც თვითიზოლაციის პირობები დაარღვიეს კარანტინში პოლიციამ იძულების წესით გადაიყვანეს..
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 85 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირი რჩება.