ბათუმში სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ “რეგიონნულ კვირას” “მედალფას” რეგიონულმა დირექტორმა ლევან ანთაძემ განუცხადა.
,,პაციენტს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. აქვს მოგზაურობის ისტორიაც. გარდა ამისა კიდევ ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა დამძიმდა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ველაფერს ვაკეთებთ მათი გამოჯანმრთელებისთვის”, – განმარტა ლევან ანთაძემ
ცნობისთვის, აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა, სადაც 2 000-მდე პირია მოთავსებული, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 85 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირი რჩება.