ზუგდიდის საკათედრო ტაძარში მოქალაქეთა შორის დისტანციის დასაცავად მონიშვნები დახაზეს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო რეჟიმიდან გამომდინარე, მრევლისთვის წირვის დროს ტაძარში სავალდებულო დისტანციის დაცვის მიზნით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სპეციალური სანიშნები გააკეთა.

ამის შესახებ ეპარქიამ ინფორმაცია, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
“27 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია || ლოცვა კურთხევით და დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციით,ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სპეციალური ნიშნებით იქნა მონიშნული, დისტანცია 2მ ეტრის დაშორება ადამიანებს შორის.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და წესი.
უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”- ნათქვამია ეპარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები