ავტოსაგზაო შემთხვევა გორი – კარალეთის გზის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა გორი – კარალეთის გზის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა. “ნისანის” მარკის მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობის მძღოლი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ ” გორმედის ” სამედიცინო ქსელში გადაყვანისას დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ორი პირი დაშავდა, რომლებიც “გორმედის” სამედიცინო კლინიკაში არიან გადაყვანილები.
“ორი დაშავებულია ,,გორმედში” შეყვანილი. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას მკურნალობა უტარდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მეორეს კი აღენიშნებოდა კიდურის მსუბუქი ტრავმული დაზიანება, გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაცია, შესაბამისი დახმარება და გაეწერა ბინაზე. კიდევ ერთი პირი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო”,- განაცხადა ქირურგმა ლექსო ხეთაგური.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმის გამოძიება სსკ 276 მუხლის მე 2 ნაწილით დაიწყო, თუმცა გამოძიების მსვლელობის პროცესში შესაძლებელია მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები