ბიზნესმენმა თამაზ ბასილაიამ ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 ოჯახისთვის საკვები პროდუქტები შეიძინა

ბიზნესმენმა თამაზ ბასილაიამ ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 ოჯახისთვის საკვები პროდუქტები შეიძინა. აღნიშნულ პროდუქტებს (ზეთი, შაქარი, კარტოფილი, კომბოსტო, ერთი ტომარა ფქვილი) მერის წარმომადგენლები მოქალაქეებს სახლში მიუტანენ. პროდუქტების გაცემის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია ესწრებოდნენ. ბიზნესმენის საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახებს, 60 და მეტი ასაკის მარტოხელებს, დედ-მამით ობლებს, დიალიზზე მყოფთ, სამამულო ომის ვეტერანს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, 100 და მეტი ასაკის მოქალაქეებს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები