გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6000 აღსაზრდელი კუთვნილ საკვებს არამალფუჭებადი პროდუქტების სახით მიიღებს

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 6000 აღსაზრდელი კუთვნილ საკვებს არამალფუჭებადი პროდუქტების სახით მიიღებს.
პროდუქტების გაცემა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებთან ერთად დღეს დაიწყო.
პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი და სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი გორის მე-12 და მე-19 ბაგა-ბაღებში დაესწრნენ.
პროდუქტების დარიგება ორგანიზებულად – სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.
პაკეტი 8 დასახელების არამალფუჭებად პროდუქტს შეიცავს და განკუთვნილია ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი, აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები