შალვა კერესელიძე საბავშვო ბაღების სასურსათო მარაგების დარიგების პროცესში მოხალისეებთან ერთად ჩაერთო

დუშეთის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების სასურსათო მარაგების დარიგება დაიწყო. ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 18 ბაღის 700-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. პროდუქტის დარიგება საბავშვო ბაღებიდან მიმდინარეობს.

სურსათის დარიგების პროცესში, მოხალისეებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ჩაერთნენ. მათ საკვები პროდუქტები ბაღის რამდენიმე აღსაზრდელის ოჯახში პირადადაც მიიტანეს.

„დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში სასურსათო მარაგების დარიგება დაიწყო. საკვები პროდუქტები 700-მდე აღსაზრდელის ოჯახზეა გათვლილი. მადლობას ვუხდი ჩვენს მოხალისეებს, რომლებიც სურსათის დარიგების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სახის ღონისძიება, უახლოეს დღეებში, რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები