ბოლნისში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მედიკოსებთან ერთად ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.

ქალაქში სამედიცინო შემოწმების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ბუბა გობეჯიშვილი მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელ ბექა წაქაძესთან ერთად გაეცნო.

მედიკოსები ყველა მოსახლის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ და საჭიროებიდან გამომდინარე მოქალაქეებს თერმოსკრინინგით ამოწმებენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, პაციენტების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. ოჯახის წევრები კი მოექცევიან მკაცრ თვითიზოლაციაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამედიცინო შემოწმება ეტაპობრივად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები