ასლან ბჟანია: აფხაზეთი შესაძლოა, რუსეთის ერთიან ტურისტულ სივრცეში შევიდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული ასლან ბჟანია აცხადებს, რომ გეგმავს რუსეთთან ერთობლივი ტურისტული სივრცის შექმნის შესაძლებლობის განხილვას.

“კარგი იდეაა, მაგრამ მისი რეალიზება უამრავი თანმდევი საკითხის მოგვარებას მოითხოვს. ეს არის სახელმწიფო საზღვარზე მუშაობის რეჟიმი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარკვეულ მდგომარეობაში მოყვანა, რომ ადამიანებს დასვენება კომფორტულ გარემოში მოუწიოთ. ეს ელექტროენერგიის გენერაციისთვის ახალი სიმძლავრეების შექმნა და უამრავი სხვა რამ”, – თქვა ბჟანიამ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ყველაფერი ზემოჩამოთვლილი “აფხაზეთის ეკონომიკას წაადგებოდა.
“ამიტომ ვაპირებთ ამ საკითხზე საუბარს. ეს ჩვენს პოზიციებს დაახლოებს. ამ ტურისტულ გაცვლაში დაინტერესებული ვართ. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი ამაში დაგვეხმარება, რადგან ძირითად ჩვენთან მხოლოდ რუსები დაისვენებენ”, – აცხადებს ბჟანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები