პაატა იმნაძე: სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია, ლუგარის მშენებლობა შევარდნაძის დროს დაიწყო

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ლუგარის ცენტრის შექმნის თაობაზე მადლობა არ გადაუხდია.

იმნაძემ აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრის შექმნის შესახებ პირველ ხელშეკრულებაზე არის ედუარდ შევარდნაძისა და კლინტონის ხელმოწერა და ისტორია კარგად იცის.

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა. მე კარგად ვიცი ისტორია მთელი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბებისა. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა პირველ ხელშეკრულებაზე არის თავად შევარდნაძისა და კლინტონის. მეორეზე არის ხელმოწერა თავდაცვის მინისტრების საქართველოსი და შეერთებული შტატების, ეს მოხდა 2002 წელს. შემდგომ იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები