ეკატერინე ტიკარაძე: ორსული ქალი, მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია, მის ჯანმრთელობაზე ექიმები ზრუნავენ
“ორსული ქალი, რომელიც არის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია და მასზე ექიმები ზრუნავენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
„დღესდღეობით კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი გვყავს. ერთ-ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ეს არის ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, დღეს მარნეულში გამოკვლევა მიმართული არის ახლო კონტაქტებსა და ნათესავებზე. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა აქ დაადგინეს „კოვიდის“ ინფექცია და ის გადმოყვანილია ამ ეტაპზე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმები ზრუნავენ უკვე მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.