ლარი კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაცეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0266 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.4842 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.4576 ღირდა.
0.0789 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.8159 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7370 ლარი იყო.