ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ინფექცია არის გლობალური გამოწვევა, არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები

“ქველმოქმედება ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ზუგდიდში აქციის ჩატარების შემთხვევაში იყო მკაფიოდ დარღვეული, ეს გარკვეულ პრობლემებსა და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ზრუნავს”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ენმ-ის მიერ ზუგდიდში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით პირბადეების დარიგებას.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველა მოქალაქეზე თანაბრად ზრუნავს.

“კორონავირუსი დღეს ძალიან გლობალური გამოწვევაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები. ქველმოქმედება ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში იყო მკაფიოდ დარღვეული და შესაბამისად ეს არღვევს ადამიანებზე ზრუნვას, უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს.

მინდა, ზუგდიდის მოსახლეობა დავამშვიდო, სახელმწიფო ზრუნავს მათზეც, რაც, პირბადეების გარდა, გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღე ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე თვითონ, ადგილზე ვნახავ, სადაც საკარანტინო სივრცე მობილიზდება, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზება მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ისევე როგორ აფხაზეთი არის ის მხარე, რომელსაც სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები