სავაჭრო-სამრეწველო პალატის “ბიზნესის კვლევების სახლი“ დისტანციური სწავლების საკითხზე კვლევას იწყებს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული “ბიზნესის კვლევების სახლი“- პირველ კვლევის ჩატარებას დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით გეგმავს.
აღნიშნული თემის გარშემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა და პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა ექვს რეგიონულ უნივერსიტეტთან დღეს გამართულ, ონლაინკონფერენციზე ისაუბრეს. ასევე, აკადემიურ პერსონალს გააცნეს ის კვლევის მოდელი, რომელიც ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დისტანციური სწავლება მეტ საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს, ვინაიდან ამ ეტაპზე არ არის სათანადოდ დარეგულირებელი და პირველადი დაკვირვებით სჯობს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ამ მხრივ.
,,ამას ემსახურება ჩვენ მიერ დაწყებული კვლევაც. მსგასი ფორმატის მიზანია გვქონდეს კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან. გავიგოთუშუალოდ, თუ რა უშლით ხელს დისტანციური სწავლებისას და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან, რამდენად არის ეფექტური ამ სწავლების მეთოდით სარგებლობა. გარდა ამისა, მივიღოთ რჩევები და რეკომენდაციები მათგან, რომ ვიცოდეთ, რამიმართულებით გაკეთდეს აქცენტები და რა იქნება უფრო ეფექტური საკითხის კვლევისას. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მეტი შემოსავლის მიღებას ქვეყანაში განათლების მიმართულებით, მივიღოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და მეტი ადგილობრივი სტუდენტი ჩაერთოს დისტანციური სწავლებაში. ჰქონდეთ ახალგაზრდებს თავისუფალი და მოქნილი სასწავლო გარემო შესაბამისი განათლებისა და ცოდნის მისაღებად’’-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ახალციხის, გორისა და თელავის უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.
,,ბიზნესის კვლევების სახლი“- მომდევნო შეხვედრას თბილისში მდებარე უნივერსიტეტებთან გეგმავს, რის შემდეგაც საკითხზე მუშაობას დაიწყებს.