ბორჯომში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს მოხალისეთა ჯგუფები არეგულირებენ

ბორჯომში, მოხალისეთა ჯგუფებს, მთელი დღის განმავლობაში, უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებული ბენეფიციარებისთვის სადილი სახლში მიაქვთ. გარა ამისა, ისინი ქალაქის ცენტრში, ბანკებთან, სუპერმარკეტებთან და სხვა თავშეყრის ადგილებში რიგების აკონტროლებენ.

მოხალისეთა ჯგუფმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდეს. ახალგაზრდებმა თემატური პლაკატები თვალსაჩინო ადგილებზეც გამოაკრეს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივითაა დაკომპლექტებული. ამ საქმეში ჩართულები არიან საქართველოს წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალის მოხალისეებიც. მოხალისეები მზად არიან საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთონ სხვა ღონისძიებებშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები