სოფელ კვალითში ცენტრალური და საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სოფელ კვალითში ცენტრალური საავტომობილო გზისა და ბირბიჩაძეების უბანთან დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

კვალითის ცენტრალური გზა, რომელიც ქალაქთან აკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობას, ყოველდღიურად 2000 – მდე ადამიანი სარგებლობს.

გზის აღდგენის სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 555 555 ლარია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირი ასფალტის საფარით მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს, ვიცე მერი დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნენ და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ვიცე მერი, დავით მაღრაძე აღნიშნავს, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს იმ პროექტებს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება. უახლოეს პერიოდში კი ზესტაფონის მერია შვიდ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოაცხადებს ტენდერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები