კახა კალაძე გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

“დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს.
ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი – კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ – კაცობრიობას, მთელს სამყაროს.
დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია.
ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”, – წერს კალაძე.

ცნობისთვის, გურამ დოჩანაშვილს დღეს 81 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები