ვახტანგ გომელაური მარნეულში მომხდარ ინციდენტზე: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, ყველა დამნაშავე დაისჯება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუშინ მარნეულში პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტი სამარცხვინო ფაქტია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი საქციელისთვის პასუხს ყველა აგებს.

“ის ინციდენტი, რაც მოხდა გუშინ, საკმაოდ სამწუხაროა და სამარცხვინოა ჩემთვის, მძიმეა საუბარი ნამდვილად. ადამიანები, რომლებიც ღამის 2 საათზე ადგნენ და ჩატვირთეს ეს კარვები, რომ არ გასჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას და დახმარებოდნენ, მთელი ღამით იმუშავეს და შემდეგ რაც მოხდა, კი ნახეთ. შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, თუ მსგავსი ფაქტი განმეორდა, ყველა დაისჯება”  – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილ მარნეულში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები