ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.2105 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.4494 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2389 ღირდა.
0.2858 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7436 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4578 ლარი იყო.