ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ქალს, რომელსაც ბოლნისის მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ქალი“ლაზიკამედის” ბოქსირებულ განყოფილებაში პნევმონიის დიაგნოზით დღეს მოათავსეს, რომელსაც, მედიკოსების განმარტებით, ბოლნისის მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი. მან კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც მარნეულში კარანტინი გამოცხადდა.

“არ დადასტურდა კორონავირუსი. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურადაც დამაკმაყოფილებელია და ლაბორატორიულად არ დადასტურდა. არის ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც ამავე დროს ახასიათებს ფილტვების ცალმხრივი ანთება. ხვალ გადაწყდება მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს, თუ ბინაზე და იქვე ავიყვანთ თვითიზოლაციის პირობებში“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები