ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან  180-მდე მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს მთავრობის დახმარებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისი დაეშვა. საქართველოში ბერლინიდან 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. მათ სამედიცინო კონტროლი ადგილზევე უტარდებათ, რის შემდეგაც მგზავრებს საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმეს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, მედიკოსები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –235 პირი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები