მარინა ეზუგბაია: 4 პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია – პარალელურად, თან ახლავთ მძიმე დაავადებები

“ჩვენს ცენტრში, ამ ეტაპზე, 30 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4-ის მდგომარეობა სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოდან სულ 5 პაციენტი გაეწერა და დღის განმავლობაში, ალბათ, კიდევ 3 გაეწერება.

“ჯამ კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერა. 3 პაციენტი მართალია, გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონიები, დღეს სხვა მონაცემები კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ეს 3 პაციენტიც დღის განმავლობაში დატოვებს ჩვენს ცენტრს”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, 4 პაციენტი პრობლემურია, რადგან ინფექციას თან მძიმე დაავადებები ახლავს.

“ჩვენს ცენტრში, ამ ეტაპზე, 30 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4-ის მდგომარეობა სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ყველასთან ასაკობრივი ზღვარი სხვადასხვაა, პარალელურად, არის თან არსებული მძიმე დაავადებები. ერთთან ნევროლოგიური დაავადება, მეორესთან ჰიპერტონული, ასევე, შაქრიანი დაბეტი და მძიმე პნევმონია. არსებულ მკურნალობას ექვემდებარებიან და მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება.

გუშინ 12 პაციენტზე ჩატარდა 2 ეტაპად ჩატარდა კვლევა და ყველას პასუხი უარყოფითი იყო, დღეს დილისთვის 6 პაციენტზე უნდა ჩატარდეს, თუ ნაცხის აღების პროცესში კიდევ არ შემოემატა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები