ბრიტანეთის მთავრობა კერძო კომპანიების თანამშრომლებს ხელფასის 80% -ს თავად გადაუხდის

ბრიტანეთის მთავრობა კერძო კომპანიების თანამშრომლებს, ვინც კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო მუშაობის შესაძლებლობა დაკარგეს, ხელფასის 80% -ს (თვეში 2,500 ფუნტამდე) ანაზღაურებს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
მან პირობა დადო, რომ ფინანსურად დაეხმარება ყველას, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის თქმით, პირველად ისტორიაში, მთავრობა ხალხს ხელფასს შეჩერებული ბიზნესის პირობებში გადაუხდის.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს ღონისძიება კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს თანამშრომლები სამსახურიდან არ გაათავისუფლონ, მაშინაც კი, თუკი ისინი პანდემიის გამო ვერ მუშაობენ. რაში სუნაკმა კერძო კომპანიებს მოუწოდა, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თანამშრომლებზე, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.
„მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაგეხმაროთ. გთხოვთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ თქვენი თანამშრომლების მხარდასაჭერად”, – განუცხადა მან ბიზნესმენებს.
ფინანსთა მინისტრის გამარტებით, ბრიტანულ კომპანიებს შესაძლოა, ივნისის ბოლომდე სახელმწიფოსთვის დამატებითი გადასახადის გადახდა აღარ მოუწიოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები