მარნეულში მოხალისეთა დატრენინგება დაიწყო
მარნეულში წითელი ჯვრის საზოგადოება კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სლოგანით, #StopCov- “გახდი მოხალისე – შეაჩერე ვირუსის გავრცელება” მოხალისეებს დაატრენინგებს.
პირველი ნაკადის მოხალისეთა ჯგუფები, მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, მარნეულის ფილიალის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.
ტრენინგის ფარგლებში, მოხალისეებს შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდეს და საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოხალისეთა მობილიზება მოახდინა . მოხალისეები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას და სხვა აქტივობებს.