ლარი დოლართან მიმართებით 0.0312 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0312 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1880 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1568 ღირდა.
0.0121 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4230 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4109 ლარი იყო.