ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციამ და მისმა ახალგაზრდულმა წარმონაქმნებმა განაახლეს სისულელეების ლაპარაკი, ეს უფრო დააკლებს მათ რეიტინგს
“მე მომწონს, რომ ოპოზიციამ და მისმა ახალგაზრდულმა წარმონაქმნებმა განაახლეს სისულეეების ლაპარაკი. ეს კიდევ უფრო დააკლებს რეიტინგს მათ”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან “ფისბუქის” პირად გვერდზე აღნიშნა, ოპოზიცია ახლა კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონის გარდაცვალებასაც ელოდება, რათა “ბუკსა და ნაღარას შემოსცხოს”.
“ოპოზიცია და ვი-რუსი
ქალბატონი Тамара ამბობს, რომ ეკონომიკის ჩამოშლა აწყობს ოპოზიციას. მართალს ბრძანებს და ის არის, როგორც ყოველთვის, ძალიან გულწრფელი. ამაში, გულწრფელობაში, მას ძალიან ვაფასებ.
მეტსაც გეტყვით, ოპოზიცია ახლა ხელებს იფშვნეტს და ელოდება, ის 86 წლის ქალბატონი კორონავირუსით როდის გარდაიცვლება და შემოსცხებს ბუკსა და ნაღარას. ეს შემთხვევები გარდაუვლად გველოდება.
მე მომწონს, რომ ოპოზიციამ და მისმა ახალგაზრდულმა წარმონაქმნებმა განაახლეს სისულეეების ლაპარაკი. ეს კიდევ უფრო დააკლებს რეიტინგს მათ.
P.S. როცა “ფეისბუკზე” გქვია Тамара, შენ ხარ რუსი მენტალობით. სხვა ახსნა არ მიიღება!”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.