სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8652–მდე გაიზარდა

“სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 8652 დაავადებულია”, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 94 – შეადგენს, კლინიკებიდან ​ 2233 პაციენტია გაწერილი.

სამხრეთ კორეაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება უკვე მესამედ გადაიტანეს, ამჯერად, 6 აპრილამდე.

22 მარტიდან ყველა ტურისტს 2-კვირიანი კარანტინის გავლას მოსთხოვენ, ქვეყნის მოქალაქეები კი ორი კვირით თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსზე პირველად ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები