ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით, 0.0236 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 3.1568 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1804 ღირდა.
0.0888 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.4109 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4997 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები