დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
დასავლეთ საქართველოში 6100-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. საქართველოს ელექტროქსელები, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 220 კვ გადამცემ ხაზებზე “სენაკი 1,2″–ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ამის გამო, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 2 თებერვლს, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე სენაკის რაიონის 1820 აბონენტს; 2 და 3 თებერვალს, 9:00 საათიდან 15:00 საათამდე-ხონის რაიონის 10 833 აბონენტს; 3 დან 8 თებერვლის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18.00 საათამდე – სენაკის რაიონის 10 აბონენტს; 3 და 4 თებერვალს, 9:00 საათიდან 15.00 საათამდე ხონის რაიონის 540 აბონენტს. გარდა ამისა, ქვესადგურ “ზესტაფონი 500”-ზე ჩასატარებელი გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 3 თებერვალს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე თერჯოლის რაიონის 1 აბონენტს; 4 თებერვალს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე – თერჯოლის რაიონის 1 აბონენტს;
ქვესადგურ “ბათუმი 200”-ზე ჩასატარებელი გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 6 თებერვალს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე ხელვაჩაურის რაიონის 120 აბონენტს.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” განცხადებით, სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.