თბილისში დღის განმავლობაში 53 ტრამვა დაფიქსირდა
უამინდობის გამო თბილისში სასწრაფო ბრიგადების გამოძახებამ შესამჩნევად იმატა. სამედიცინო ბრიგადის მონიტორინგის უფროსმა ლევან შავიძემ აღნიშნა, რომ თბილისში დღის განმავლობაში 53 ტრამვა დაფიქსირდა. თავის ტრამვებით და შერეული ტიპის მრავლობითი მოტეხილობებით, მოქალაქეებს სათანადო დახმარება გაეწიათ და გადაყვანილნი არიან შესაბამის კლინიკებში. დაშავებულებს შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან.