ირაკლი კობახიძე: შეიძლება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან კონსტიტუციის გადასინჯვა არ შეაფერხოს

„შეიძლება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე კონსტიტუციის გადასინჯვა. ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ და თავი გვექნება დაზღვეული”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის” გადაცემა ,,ღია ეთერში” განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე გლობალური და ადგილობრივი ტენდენციებიდან, შეიძლება, აუცილებელი გახდეს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება, რაც ვერ მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

„როდესაც სასწორზე დევს ერთ მხარეს სერიოზული პრობლემის პრევენცია და მეორე მხარეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ბუნებრივია, ჩვენთვის, პოლიტიკური სპექტრისა და, ასევე, საზოგადოებისთვის, ასეთ დროს, პირველ ყოვლისა, პრევენციაზე უნდა გაავაკეთოთ აქცენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაკეთებული გათვლები. კონსტიტუციისა და რეგლამენტის სრული დაცვით შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაში, დაახლოებით თვენახევარში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხერხდეს ერთის გაკეთებაც და მეორეს გაკეთებაც”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები