მოლდოვაში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – 14 ბავშვი, ვირუსის ეჭვით, კლინიკაშია გადაყვანილი
“მოლდოვაში კორონავირუსისგან პირველი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა”, გარდაცვლილია 60 წლის ქალი, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიორიკა დუმბრევიანუმ.
მისი ინფორმაციით, ამჟამად, ქვეყანაში კიდევ 67 პაციენტია, რომლებსაც ვირუსის ნიშნები აქვთ, მათგან 14 ბავშვია.
მანამდე, მოლდოვაში 30 დადასტურებულ შემთხვევაზე განაცხადეს.
გუშინ ქვეყნის პრემიერმა 60–დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. შეჩერებულია ავიამიმოსვლა ყველა ქვეყანასთან, ასევე, ჩაკეტილია ყველა სახმელეთო საზღვარი.