მოლდოვაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვის პარლამენტმა, კორონავირუსის საფრთხის გამო, ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, იონ კიკუმ განაცხადა, “არ გვსურს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. საგანგებო მდგომარეობის შესახებ გაეროს და ევროპის საბჭოს მოვახსენებთ”.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა 60 დღით იმოქმედებს, რადგან ევროპის პროგნოზი პესიმისტურია, “მოხარული ვიქნები, მოვიდე ხვალ და ვთქვა, რომ მისი გაუქმება უკვე შესაძლებელია”, – განაცხადა კიკუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები