ყაზახეთში კორონავირუსის 27 შემთხვევაა დადასტურებული
ყაზახეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ინფიცირებულთა რიცხვი 27–მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ელჟან ბირთანოვმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 14–ვე ახალი შემთხვევა ქალაქ ნურ სულთანში გამოვლინდა, მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია.
ბირთანოვის თქმით, ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, არსებობს ყველა საჭირო სამედიცინო და დიაგნოსტიკური საშუალება.
ყაზახეთში 16 მარტიდან 15 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.