ემანუელ მაკრონი: საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით არა სხვა სახელმწიფოსთან, არამედ – სანიტარულ ომში

“საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით არა არმიის ჩართულობით, არა სხვა სახელმწიფოსთან, არამედ – სანიტარულ ომში”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხალხისადმი ტელემიმართვაში.

მაკრონის განკარგულებით, დღეიდან საფრანგეთი ევროკავშირისა და შენგენის ზონის საზღვრებს 30 დღით ჩაკეტავს.

გარდა ამისა, საფრანგეთის ლიდერის თქმით, დღეიდან ქვეყნის შიგნით მოქალაქეების გადაადგილება, სულ მცირე, ორი კვირით შეიზღუდება.

საფრანგეთში კორონავირუსის 5400 დადასტურებული შემთხვევაა, 120 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ეპიდემიის მესამე დონეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები